რეზონანსი
02.11.2019

 კახეთში, 31 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი სოფელ მირზაანის გამგებლის აკაკი თარაშვილის შვილია. შემთხვევა სოფელ ქვემო ბოდბეში მოხდა. კობა თარაშვილს რამდენიმე პირთან კონფლიქტი ქვემო ბოდბეში გუშინ მოუხდა. დაჭრის ფაქტი კი დღეს მოხდა.

დაჭრილი თავდაპირველად წნორის კლინიკაში, ხოლო შემდეგ თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში განუცხადეს, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

„დაჭრილი ცოტა ხნის წინ შემოიყვანეს, მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სიმძიმეს“, - განაცხადეს კლინიკაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×