რეზონანსი
01.11.2019

 (რეზონანსი)მარნეული -სადახლოს საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად გარდაიცვალა 2 ადამიანი და დაშავდა 11. შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს, 2 მიკროავტობუსი და 1 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

აღნიშნული შემთხვევა „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინსტროში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილები. გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობისას უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც 2-ან მეტი ადამინის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×