რეზონანსი
01.11.2019

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, პატიმარი, რომელმაც პროტესტის ნიშნად თერმომეტრი გადაყლაპა, სამედიცინო ჩარევაზე უარს აცხადებს. მსჯავრდებულს თერმომეტრი უკვე მეთხუთმეტე დღეა გადაყლაპული აქვს.

„17.10.2019 წელს მსჯავრდებულმა გადაყლაპა თერმომეტრი და მეტალის ნივთი (ფრჩხილების საკვნეტი). ი.ს. ითხოვდა გადაყვანას N6 ან N7 პენიტენციურ დაწესებულებაში. მსჯავრდებულს შესთავაზეს უცხო სხეულების ამოღება ენდოსკოპიური გზით, რაზეც განაცხადა უარი. მეტალის უცხო სხეული ევაკუირებული იქნა ფიზიოლოგიური გზით, ხოლო, თერმომეტრთან დაკავშირებით, მსჯავრდებულს 26.10.2019წ. შესთავაზა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გაყვანა, რაზეც კვლავ განაცხადა უარი (შედგენილია შესაბამისი აქტი). იმავე დღეს, განმეორებით შეთავაზების შემდეგ, მსჯავრდებულმა განაცხადა თანხმობა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანაზე და იგი გადაყვანილ იქნა ქ. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა მიმოხილვითი რენტგენოგრაფია. ჩატარებული რენტგენოგრაფიით, მუცლის ღრუში, დაახლოებით კუჭის საპროექციო არეში გამოვლენილ იქნა უცხო სხეული. მიუხედავად სათანადო ახსნა-განმარტებისა, მსჯავრდებულმა უარი განაცხადა უცხო სხეულის ამოღებაზე და დაბრუნდა სასჯელის მოხდის ადგილას. 31.10.2019წ. და 01.11.2019წ. კვლავ უარი განაცხადა უცხო სხეულის ამოღების მიზნით რეფერირების განხორციელებაზე“ - ნათქვამია პეინტტენციური სამსახურის წერილში.

23 წლის მსჯავრდებული საჯელს 2014 წლიდან იხდის. იგი გასამართლებულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს ყაჩაღობას, არაერთგზის, ბინაში შეღწევით.

(ამბები)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×