რეზონანსი
01.11.2019

(რეზონანსი) უკრაინაში ბავშვებში ახალი სახიფათო ონლაინთამაში გავრცელდა, რომელსაც „ხურდა ფულს" უწოდებენ.

თამაშის არსი მდგომარეობს იმაში, რომ თამაშის მონაწილეები ერთმანეთს შეკითხვებს უსვამენ. ამასთან, პასუხის მიღებამდე მოსწავლეები ხელს ხურდა ფულით ისრესენ. ხშირ შემთხვევაში კი, ისეთ მდგომარეობამდე მიჰყავთ ხელი, რომ მასზე ნაკაწრები, დალურჯება და სისხლდენა აღინიშნება.

ამის შესახებ უკრაინელმა პედიატრმა განაცხადა.

მისი თქმით, ნაკაწრები შესაძლოა, ბავშვების ორგანიზმში სახიფათო ინფექციების შეჭრის მიზეზი გახდეს.

წყარო: "კვირა პლუსი"

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×