ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პროკურატურასთან ძაღლი მიიყვანა:
„აწი სულ ძაღლით მოვალ ხოლმე. გავასეირნებ. ვერ ვაკადრებ ედგარს იმას, რომ შევიყვანო და მოვასმენინო, მან იქნებ რამე გაიგოს, ანუ ჩამოვიდე ევოლუციის კიბეზე ცოტა დაბლა ედგარის მეშვეობით და იქნება კარგად გაარკვიოს, რას გვედავებიან ადამიანები უდიპლომო პროკურორის და ასევე უტვინო პროკურორის შენობაში. იგივენაირი პროკურორები და გამომძიებლები რომ იყვნენ, ეს არ არის გასაკვირი. მაგრამ მაინც გადავწყვიტე, რომ ედგარს ასეთი შეურაცხყოფა არ მივაყენო და გარეთ დავტოვო...
ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ მისი მთავარი მოწინააღმდეგეები უნდა გაანეიტრალოს. ამ ქვეყანაში მე ერთ-ერთი მათგანი ვარ“, - განაცხადა შესვლისას გვარამიამ.
მან პროკურატურა დაახლოებით ერთ საათში დატოვა. გამოსვლისას კი განაცხადა, რომ სადაო თემა არის ამჯერად მანქანა, რომელიც მას არ უყიდია და იყიდა მისმა მეუღლემ, რომელიც პროკურატურას არ დაუკითხავს.