რეზონანსი
01.11.2019

 (რეზონანსი) ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე არ გამორიცხავს, რომ რომელიმე საზოგადოებრივ მოძრაობას შეუერთდეს.

"საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც გაჩნდება საქართველოში, რა თქმა უნდა მე ყველგან ვიქნები. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შემდეგ, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი არათუ მოძრაობა, არამედ შეგნებაც არ ყოფილა სრულყოფილად საქართველოში.

სათავეებთან არა, ყოველთვის მირჩევნია, ვიყო უკან. მე მოვედი იმისთვის, რომ ვემსახურო დედა ეკლესიას. როდესაც ვნახე არსებული პრობლემები, სადაც არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა, აღარ წავედი ამ კომპრომისზე და წავედი კონფრონტაციაზე" - აღნიშნა ყოფილმა მეტროპოლიტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×