რეზონანსი
01.11.2019

 (რეზონანსი) გორის რაიონში, სოფელ ნიგოზას მიმდებარედ ქარის ახალი ელექტროსადგური აშენდება, რომელიც დამატებით დაახლოებით 200 მლნ. კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ, განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს მთავრობის სხდომაზე ქარის ახალი ელექტროსადგურის განვითარების კონცეფცია დამტკიცდა.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადგილობრივ რესურსზე დამყარებული ელექტროენერგია იქნება, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით უფრო მწვანე, დივერსიფიცირებული, განახლებადი ენერგოსექტორის დამკვიდრებისკენ", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

თურნავას ინფორმაციით, საქართველოში ენერგოსექტორის განახლებადი ნაწილი დღეს ძირითადად ჰიდროსადგურებითარის წარმოდგენილი, თუმცა, თანამედროვე სამყარო დივერსიფიცირებას მოითხოვს. ამიტომ, თურნავას განცხადებით, მთავრობის მიზანია, ქარისა და მზის ენერგიის განვითარება.

მისივე ინფორმაციით, პროექტით დაინტერესებულია თურქული კომპანია „ჩალიკი," რომელიც კვლევებშიც იყო ჩართული და მასთან მოლაპარაკებები იგეგმება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×