რეზონანსი
01.11.2019

 (რეზონანსი) „რას ჰგავს, მარტვილში, სკოლაში ბავშვებს, რომ ატირებს გამომშვიდობებისას პეტრე? ბავშვების ზომბირებაღა გვაკლდა, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ფეისბუქზე წერს:

"რას ჰგავს ეს? მარტვილში, სკოლაში ბავშვებს რომ ატირებს გამომშვიდობებისას პეტრე! ბავშვების ზომბირებაღა გვაკლდა! ხელები შორს ბავშვებისგან! იმისთვის კი არ გიცავთ მოძალადე სტრუქრურისგან-ხელისუფლების საპატრიარქოსგან რეპრესირებულ ადამიანებს, რომ მათ წინააღმდეგ სახელისუფლებო საერო/ სასულიერო წნეხს საპასუხოდ უმანკო ბავშვების სტრესი და ცრემლი დაახვედროთ?

გახარია იაკობმა დაადანაშაულა პატრიარქის გადაგდების მცდელობაში და ის კიდე პეტრეს აბრალებს გადატრიალებას. იაკობმა გაახურა და პეტრე დასაჯეს. ეს ხელისუფლება რაცაა, ვხედავთ. ბავშვებს შეეშვით! ხელები შორს ბავშვებისგან!" - წერს დავით ბერძენიშვილი ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×