რეზონანსი
01.11.2019

 (რეზონანსი) ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყნის პირველი პირის შეფასება უფრო ღირსეული უნდა იყოს და მან უნდა დაამტკიცოს ვინ არიან ის გარე ძალები ვიზეც ის საუბრობდა.

"რაც შეეხება შეფასებას მოვლენების, ვიტყოდი, რომ უფრო ღირსეული უნდა იყოს ქვეყნის პირველი პირისა იმიტომ, რომ აშკარად ჩანს თეთრით შავზე, რომ ეკლესიაში არის პრობლემები და მსგავსი შეფასება, რომ ყველაფერი თითქოს გარე ძალებისაგან არის, ვალდებულია დაამტკიცოს ვინ არის ეს გარე ძალები. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს როგორც მინიმუმ არის ფარისევლობა. რა თქმა უნდა, მე მესმის მათი, პოლიტიკური განწყობისა, რომ 2020 წლის არჩევნები არის ჩასატარებელი მაგრამ, ამ მეთოდით ვფიქრობ ძალიან გაჭირდება არჩევნების ღირსეულად ჩატარება თუ ასეთი დამოკიდებულება გვექნება ერში თუ ბერში უსამართლობის მიმართ. მინდა დავამატო, რომ შერჩევითი სამართალი და უწმინდურება ვერანაირად ვერ იქნება სიმბოლოება ჩვენი სახელმწიფოებრივობისა, ეს არის მხოლოდ სიმბოლო პოსტსსაბჭოთა საქართველოსი" - აღნიშნა პეტრე ცაავამ.

კითხვაზე თუ რა პასუხი ექნებოდა მას ქვეყნის პირველი პირის ბრალდებაზე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის, ყოფილმა მეტროპოლიტმა განაცხადა, რომ "გიორგი გახარიას ღმერთმა შეუნდოს".

გიორგი გახარია დღეს პატრიარქს შეხვდა. პრემიერის თქმით, საქართველოს პატრიარქი არის სიმბოლო ეკლესიის და სიმბოლო სახელმწიფოებრიობის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×