
(რეზონანსი) ჭყონდიდის ეპარქია, შესაძლოა, რამდენიმე სასულიერი პირმა დატოვოს.
„Imedinews"-ის ინფორმაციით, ეპარქიის დატოვების მიზეზი, მეუფე პეტრე ცაავას მღვდელმსახურების შეჩერება და მის ადგილზე მეუფე გროგოლ კაციას დანიშვნაა.
სასულიერო პირები ამბობენ, რომ მეუფე გრიგოლთან ერთად წირვაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.
„1937 წლიდან, განკვეთილი მღვდელმთავრების და მღვდლების ბიოგრაფიების შესწავლა დაგვევალა. ვარკვევთ ეს რამდენად კანონიერი იყო და ზოგიერთ მათგანს სტატუსი სიკვდილის შემდეგ აღუდგინეს და ისევ მიტროპოლიტობა მიანიჭეს. ეს ბიოგრაფიები იქნეს გამოძიებული და მიჩუმათებულ ფაქტები იქნეს განხილული. მამა პეტრესთან მიმართებით გადაწყვეტილება იყო უსამართლო," - აცხადებს მღვდელმონაზონი ანდრია სარია.
„მჯერა ღვთის წყალობის, რომ სიმართლე გაირკვევა,"- ამბობს მეუფე დანიელი. მისი თქმით, მამა გრიგოლთან მას ბევრი კითხვა აქვს: „მაინტერესებს მისგან, დაფარვით ადამიანს ცოდვა მოეხსნება თუ არა?".
სასულიერო პირების ნაწილი აცხადებს, რომ მეუფე გრიგოლს ჭყონდიდის ეპარქიაში ვერ მიიღებენ:
„ერი-ბერი დადგება და მგონი ვერც მიიღებენ მაგას. ვერც იქნება მისაღები. მეუფე აბარებს ეპარქიას. ჩვენ ბერები მონასტერში ვილოცებთ, მაგრამ მასთან თანამწირველები ვერ ვიქნებით,"- აცხადებს ბერი მამა მათე.