(რეზონანსი) სალხინოში, ამბროსი აღმსარებლის სახელობის საგანმანათლებლო სკოლა-გიმნაზიის პრორექტორი, მამუკა დანელიაი თანამდებობიდან გადადგა.
მისი თქმით, აღნიშნული სკოლა-პანსიონი მეუფე პეტრეს დაარსებულია, რომელიც ამ დრომდე პატრონაჟს უწევს და მეუფის გარეშე სკოლაში მისი ადგილი არ არის.
„ეს სკოლა არის სპეციფიური, აქ სწავლობენ შეჭირვებული, ობოლი ბავშვები. სკოლა აბსოლუტურად უსასყიდლოდ ფუნქციონირენს. აქ ბავშვები იკვებებიან. გუშინ ძალიან ემოციური დღე იყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენ ვაპირებთ გაფიცვას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მეუფემ საჭიროდ ჩათვალა ბავშვებთან და პედაგოგებთან დამშვიდობება. მას შემდეგ, რაც მე გავიგე, რომ მეუფე პეტრე არ იქნება ამ სკოლის ხელმძღვანელი, ჩემს თავს მე აქ ვერ ვხედავ", - განაცხადა მამუკა დანელიამ.
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა, სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს გამოემშვიდობა.
გუშინ საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც პატრიარქმა პეტრე ცაავა მღვდელმთავრობიდან გადააყენა.