რეზონანსი
01.11.2019

 (რეზონანსი) თბილისში, პეკინის გამზირზე სამი წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა.

გადაწყვეტილება სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღო, რომლის მიხედვითაც, ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს და დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადი იყო.

ადვოკატ ალექსანდრე გაბუნიას ინფორმაციით, სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამწლიანი იძულებითი მკურნალობა დაუნიშნა და შესაბამისად, თ.ს. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ამასთან, როგორც ადვოკატმა განმარტა, თუკი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდება, მან სამ წელზე ადრე შეიძლება დატოვოს ფსიქიატრიული დაწესებულება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×