რეზონანსი
01.11.2019

 (რეზონანსი) თავის დროზე, სააკაშვილმა და ბოკერიამ ეკლესიაში აგენტურა ჩანერგეს, პეტრე-პაატა ცაავა სწორედ ასეთი აგენტია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებზე განაცხადა.

მისი თქმით, პეტრე ცაავა ეკლესიაში ჩანერგეს, რათა შიგნიდან პროცესი მაშინ აეფეთქებინათ, როცა საჭირო იქნებოდა.

„ქართული ეკლესიისა და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მიმართ მომდინარეობს ბრძოლა და შავი პიარკამპანია. ეს ბრძოლა დღეს არ დაწყებულა, ეს კამპანია ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციის" პერიოდში დაიწყო. ამ პიარკამპანიის ფლაგმანი „თავისუფლების ინსტიტუტი", ლევან რამიშვილი, ვასილ კობახიძე, ნოდარ ლადარია, ლაშა ბუღაძე, გიგა ბოკერია, კინწურაშვილი და სხვები იყვნენ, მაგრამ მაშინ, საქართველოს პირველ არხზე ამ გეგმის მხილება მოხდა და გეგმა კულისებში გადავიდა. როგორც ჩანს, ხელი არავის აუღია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაზე. სხვადასხვა ფრაგმენტი ვნახეთ - მეუფე იაკობის განცხადებები, დეკანოზ მამალაძის წერილი, რომელიც ვერავინ გაიგო, სად არის და რა წერია, ასევე მისი ძმის განცხადებები. ეს ეპიზოდური განცხადებები და ფრაგმენტები არის ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის დიდი გეგმის ნაწილი, ვიღაც გამოყენებულია ამ გეგმაში, ვიღაცას გამოიყენებენ. თავის დროზე, სააკაშვილმა და ბოკერიამ ეკლესიაში აგენტურა ჩანერგა. პეტრე-პაატა ცაავა სწორედ ასეთი აგენტია. ჩანერგეს, რათა შიგნიდან პროცესი მაშინ აეფეთქებინა, როცა საჭირო იქნებოდა.

სინოდმა ძალიან ბრძნული გადაწყვეტილება გამოიტანა. თქვეს, რომ დეკანოზ მამალაძის წერილის არავის ეშინია, მოუწოდეს, წერილი გამოექვეყნებინა, თუმცა მისი ძმა საუბრობდა სხვადასხვა თემაზე, რაც თურმე, იმ წერილშია. ეს არის ბინძური ცილისწამება საქართველოს პატრიარქის წინააღმდეგ. თავის დროზე, სააკაშვილ-ბოკერია პეტრე ცაავას აგენტურას ეკლესიაში სპეცსამსახურების საშუალებით ნერგავდა, რათა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა გაღვივებულიყო ეკლესიის ფარგლებიდან. ასეთივე აგენტია დეკანოზი ჭიღლაძე, რომელიც აცდენილია დეკანოზის სტანდარტებს. სხვებიც არიან, ვისგანაც ეკლესია აუცილებლად გაიწმინდება", - განაცხადა ინაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×