რეზონანსი
01.11.2019

 (რეზონანსი) იოანე ოქროპირიც გადააყენეს სიმართლის თქმისთვის, ეს არახალია, - განაცხადა მარტვილის წმინდა ამბროსი აღმსარებლის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, მამა ანდრია სარიამ.

„ეს ამბავი შოკი აღმოჩნდა მოსახლეობისთვის, თუმცა ეკლესიის ისტორიას ახსოვს უამრავი გადაწყვეტილება გადაყენებებთან დაკავშირებით. სხვათა შორის, იოანე ოქროპირიც გადააყენეს სიმართლის თქმისთვის, ეს არახალია. დადგება დრო და ჩვენ გვაქვს საპასუხო რეაქციისთვისაც საშუალება.

ჩვენ არ ვეგუებით უსამართლობას, შეუძლებელია შევეგუოთ უსამართლობას, უსამართლო გადაწყვეტილებებს. ჩვენი მოთხოვნა იქნება, როგორც საჭიროა და ჯერ არს, ისე იქნეს განხილული ყველა საკითხი და აღტკინებებით და გულის ემოციებით. მოდი, ასე ვთქვათ, დროებით მმართველს ვაცალოთ ჩამოსვლა. როცა ჩამოვა, მერე თქვენც გაიგებთ, მას რისი უფლება და მოვალეობები ექნება და ჩვენ როგორ ვუყურებთ მას", - განაცხადა მარტვილის წმინდა ამბროსი აღმსარებლის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, მამა ანდრია სარიამ.

წინასწარი ინფორმაციით, მარტვილისა და ჭყონდიდის ახლად დანიშნული მეუფე გრიგოლ კაცია ეპარქიაში დღეს მივა.

საპატრიარქოში გუშინ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×