რეზონანსი
01.11.2019

 ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მდებარე დევნილების საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. როგორც „ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, შემთხვევის შედეგად პირველ სართულზე მცხოვრებმა 60 წლამდე ასაკის მამაკაცმა სხეულის მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო. დაშავებული ქარელიდან თბილისში, დამწვრობის ეროვნულ ცენტრში გადაჰყავთ.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა გულიაშვილის განცხადებით, აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსიდან მერიამ მოსახლეობა უსაფრთხო ადგილზე გაიყვანა.

“დევნილთა კორპუსის პირველ სართულზე მოხდა აფეთქება. შემთხვევა გაზის გაჟონვამ გამოიწვია. რაც შეეხება შენობის მდგომარეობას და უსაფრთხოებას, კედლები დაზიანებული არ არის, დაზიანდა კარ-ფანჯრები. აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსიდან მოხდა მობინადრეების გამოყვანა. ოჯახების უმრავლესობა დაბინავებულია ნათესავებთან, ორი კი ჯერ სასტუმროში განვათავსეთ, თუმცა თავადანვე გამოთქვეს სურვილი, რომ ნათესავებთან წასულიყვნენ. ორივე ოჯახს დავეხმარეთ და უზრუნველვყავით მათი გადაყვანა ახლობლებთან. მერია მზად არის, თითოეულ მათგანს გაუწიოს შესაბამისი დახმარება”, - განაცხადა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ზაზა გულიაშვილმა.

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×