რეზონანსი
01.11.2019

12 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, გაუმჯობესდა. მოზარდი რეანიმაციული განყოფილებიდან ნეირომეცნიერების განყოფილებაში გადაიყვანეს. მოზარდს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი სკოლიდან ბრუნდებოდა და ის მარტო იყო. ბიჭი ქვეითთა ბილიკს მიჰყვებოდა და ლიანდაგის გადაჭრა ვერ მოასწრო. თვითმხილველთა თქმით, მემანქანე დიდი ხნის განმავლობაში აძლევდა საყვირს, მატარებლის სვლაც შეანელა, მაგრამ შეჯახების თავიდან არიდება ვერ შეძლო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდიბარეობს, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

(ნიუპოსტი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×