რეზონანსი
01.11.2019

მეუფე გიორგიმ (ჯამდელიანი) ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მეუფე პეტრე არ დაემორჩილება სინოდის განჩინებას.

„რაც შეეხება იმას, რომ ის ამას არ ეთანხმება და არ იღებს იმ განჩინებას, რაც საქართველოს ეკლესიამ განაჩინა - ეს იყო ჩვენთვის, თითოეული ჩვენგანისთვის უმძიმესი გადაწყვეტილება. ასე ნუ შევხედავთ, რომ ვინმეს ეს უნდოდა. იქ თითოეულმა მღვდელმთავარმა მისცა შეგონება, მას მიეცა გონივრული დრო, ვთხოვდით, მოეხადა შენდობა, პატიება ეთხოვა პატრიარქისგან, რომელსაც უწოდა, რომ თითქოს ის მითი მასში, „მწყემსი კეთილობისა“, დაიმსხვრა. ეს რას ნიშნავს? ეს არის უდიდესი შეურაცხყოფა მწყემსმთავრისა. 

მეუფე პეტრეს მღვდელმოქმედება შეუჩერდა, ჩამოსცილდა ეპარქიას და სინანულისთვის წარგზავნილ იქნა მონასტერში. თუკი ის არ დაემორჩილება და გააგრძელებს ამ სამწუხარო გზაზე სვლას, რა თქმა უნდა, ეკლესიის სასჯელი იქნება უფრო უმკაცრესი - ეს ნიშნავს განკვეთას - თუ ის ამას არ დაემორჩილება და თავმდაბლობით არ მიიღებს“, - განაცხადა "360 გრადუსში" მეუფე გიორგიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×