რეზონანსი
01.11.2019

ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ერთ-ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას თქმით, ახალგაზრდას თავის ტვინის დიფუზური ტრამვა აღენიშნებოდა.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს მოხდა ზუგდიდი-ჯვარი – მესტიის ჩხორიის მონაკვეთზე. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ჯვარის მხრიდან მომავალი ოპელის მარკის მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს ჯერ ელექტროგადამცემ ბოძს და შემდეგ ხეს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ზუგდიდის მე-7 სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები არიან. ორი მათგნის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×