რეზონანსი
01.11.2019

 "ევროპული საქართველოს" წევრის აკაკი ბობოხიძის თქმით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღეს ყველას აჩვენა, რომ დიდი პოლიტიკოსია:

"დღეს ერთადერთმა კაცმა, ვინც კიდევ ერთი სერიოზული გამარჯვება მოიპოვა დღეს, მიუხედავად იმისა, რომ გონიათ დაბერდა, საქართველოს პოლიტიკაში იყო ყველაზე დიდი პოლიტიკოსი და პოლიტიკურად მოთამაშე ტიპი და დღესაც ისეთივეა, მიუხედავად მისი ასაკისა. საოცარი მასტერკლასი ჩაუტარა, ხელისუფლებით დაწყებული, ოპოზიციით დამთავრებული, თავისი პრორუსული თუ პროდასავლური მიმდინარეობებით, სასაცილოდ არ მყოფნის დაწყებული გახარიადან, დამთავრებული პოლიტიკოსების 80%-ის ფარისევლური ვითომ მხარდაჭერა. 

დღეს პატრიარქმა დაამარცხა ყველა, დღეს პატრიარქმა რა უთხრა ხელისუფლებას? პატრიარქმა მეუფე იაკობი კი არ გადააყენა, რომელიც ხელისუფლებას სდებს ბრალს,  მეუფე იაკობმა საპატრიარქოზე შეტევაში ბრალი დასდო ხელისუფლებას, არც სააკაშვილისთვის დაუდია ხელი და არც ბოკერიასთვის. მეუფე იაკობს დანაშაულად ჩაუთვალეს ფორმა როგორც ლაპარაკობდა, შინაარსზე არავის არაფერი უთქვამს.  მან კაცი, რომელიც მას უქმნიდა პრობლემას, ერთ წამში მოხსნა, სინოდის საერთო გადაწყვეტილებით, ვისაც პრეტენზია ჰქონდა ხელისუფლებასთან და ვისთანაც ხელისუფლებას ჰქონდა ის დატოვა", - აღნიშნა ბობოხიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×