რეზონანსი
01.11.2019

 ახალქალაქის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ისაუბრა იმ ინციდენტზე, რომელიც პეტრე ცაავამ მიტროპოლიტობიდან განაყენების დროს მოაწყო.

“ხელით არ შეხებია ის პატრიარქს, ვერ შეეხებოდა, იმიტომ რომ იქ სხვა მღვდელმთავრებიც იყვნენ, მაგრამ როდესაც იგი ძალიან ახლო მანძილზე მივიდა პატრიარქთან და ძალიან ხმამაღლა გამოხატავდა, ადამიანური, ჩვეულებრივი ყვირილის ზღვარს მიღმა იყო მისი საქციელი, პატრიარქის კვერთხი, რომელიც იყო მიყუდებული, წაიქცა. არ ვიცი, თვითონ გაკრა ხელი თუ ყვირილისგან. პატრიარქის კვერთხი არ უნდა წაიქცეს. ეს უკვე გადასული იყო ზღვარს. როდესაც ადამიანთან ახლოს მიხვალ და მთელი ძალით დაუყვირებ, არის ეს ფიზიკური შეხება? ჰაერის ტალღები, რომელსაც შენ წარმოქმნი, ხომ ზემოქმედებას ახდენს, ხელით არ შეხებია და ვერც შეეხებოდა. ხელით არა, მხრით არა, ფეხით არა – მაგრამ ხმით კი” - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×