რეზონანსი
31.10.2019

 (რეზონანსი) ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში მეუფე პეტრეს მხარდამჭერი პარაკლისი აღავლინეს და მისთვის ილოცეს. ტაძარში სასულიერო პირები და მრევლი შეიკრიბა. პარაკლისის ბოლოს ბალდის მამათა მონასტრის წინამძღოლმა ათინოგენიმ მათ მადლობა გადაუხადა.

"მადლობა ღმერთს, რომ მეუფე პეტრე წინ უძღვის ამ ყველაფერს და არ კარგავს ქრისტეს სიყვარულს. მადლობა, რომ დღეს აქ ხართ და ღმერთმა დაგლოცოთ. ეს განსაცდელია და მადლობა ღმერთს ამ განსაცდელისთვის. თითოეული ჩვენთაგანის სულიერება, სიწმინდე და შინაგანი მდგომარეობა დღეს სახეზე იქნება. ჩვენი მეუფე განსაცდელშია. მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ თითეული თქვენთაგანი აქ ხართ და ლოცვით შეეწევით. მეუფე პეტრე ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს. მე ვუსურვებ, რომ ეს ყოველივე ბოლომდე მიიყვანოს. მისი დაწყებული სიმართლის თქმა არ შეჩერდეს. ბოლომდე მივიდეს და კეთილად დაამთავროს", - აღნიშნა არქიმანდრიტმა.

ტაძარში მეუფე პეტრეს ელოდებიან, რომელიც არსებული ინფორმაციით, იქ გვიან ღამით მივა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×