რეზონანსი
31.10.2019

 სკანდალური სინოდის სხდომის შემდეგ, ჭყონდიდის ეპარქიის ეზოში ამ დრომდე რჩება მეუფე პეტრეს მრევლის ნაწილი, ისინი მეუფესთან შეხვედრას ელოდებიან. მრევლი ამბობს, რომ ახალი მღვდელმთავრის მიღებას არ აპირებს და მათი მღვდელმთმთავარი კვლავ პეტრე იქნება.

"ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ჩვენ მრევლი ბოლომდე დავუდგებით მხარში მეუფე პეტრეს, ეს იყო სამარცხვინო გადაწყვეტილება, ჩვენთვის ჭყონდიდელი მიტროპოლიტი არის მეუფე პეტრე და ასე დარჩება." 

"ჩვენთვის სინოდის მიერ მიღებული ესეთი გადაწყვეტილება ზიანის მომტანია. მე მთელი მოსწავლეების სახელით ვაფიქსირებ,რომ პეტრე ჩვენს გულში კვლავ მეუფედ დარჩება."

"უფრო ველოდი მეუფე იაკობის დასჯას ვიდრე მეუფე პეტრეს დასჯას. ერთგვარი "პილატეს სასამართლოსავით" გამოვიდა, ქუდზე კაცი გამოვა მეუფეს დასაცავად, ახალი მღვდელთმთავარი ჩვენთვის მიუღებელია,"- ამბობენ ეპარქიის ეზოში შეკრებილები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×