(რეზონანსი) ჭყონდიოდელი მიტროპოლიტი "ფორმულას" ეთერში აცხადებს, რომ მის მიერ დაყენებულ საკითხს იგნორი პატრიარქმა გაუკეთა. მეუფე პეტრე ამბობს რომ ამ თემის შესახებ ჯერ კიდევ ივნისში უთხრა პატრიარქის მიერ გამოგზავნილ მღვდელმთავრებს რათა ილია მეორესთვის ეთქვათ აღნიშნული, თუმცა რეაგირება ამ დანაბარებს არ მოჰყოლია.
"საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა პირადად გაუკეთა იგნორი ჩემს დაყენებულ საკითხს. ვისაც უყვარს ერი და საქართველოს ეკლესია და ვისაც ესმის, რომ მოდერნიზებული რუის-ურბნისის გარეშე ვერ გადარჩება საქართველო და ვერ გამთლიანდება, ყველამ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება.
მე ველოდი სინოდის სხდომას, პატრიარქის გადაწყვეტილებით ჩემთან ჩამოვიდა ორი მღვდელმთავარი ზაფხულში, ეს იყო ივნისის თვე. მე მათ პირდაპირ ვუთხარი, დავაბარე, რომ მე მაქვს ეს პრეტენზია და სინოდზე შევხვდები პატრიარქს და შედგა სინოდის და ჩამოვედი. ემი პასუხის მოთხოვნა დაიწყო იმით, რომ მე პატრიარქის მიმართ შეურაცხყოფილ განცხადებებს ვაკეთებ, მაგრამ გულწრფელები რომ ყოფილიყვნენ უნდა ეთქვათ, რომ თქვენ მღვდელთავრებთან ასე გისაუბრიათ. როცა ჩემთან იყვნენ მღვდელმტავრები და მათ ჩემი გულისტკივილის შესახებ ვუთხარი,მერთმა მათგანმა მითხრა, რომ ეს სერიოზული ბრალდება არისო. მე ვუთხარი, რომ მე გეუბნებით იმიტომ რომ თქვენ ხართ პატრიარქის გამოგზავნილები და პატრიარქს ჩაუტანოთ ჩემი ამბავი. ეს იყო ივნისის თვეში და მას შემდეგ რამდენი დრო გავიდა. შეეძლოთ დავებარებიმე ამის გამო" - განაცხადა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა.