რეზონანსი
31.10.2019

 (რეზონანსი) "ქართული მარშის" ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, სოციალურ ქსელში საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება:

"ქართული მარშის სახელით მსურს განვაცხადო,რომ ყველა ის ძალა რომელიც ებრძვის პატრიარქს - ჯოჯოხეთის ცეცხლში დაუწვება,მანამდე კი ჩვენ მოვუწყობთ მიწიერ ჯოჯოხეთს !!! სრული მხარდაჭერა პატრიარქს !!! ამავე დროს მოსაშლელია ის მაფიოზური კლანები,რომლებიც შიგნიდან ანგრევენ ეკლესიას (შორენას კლანი, ჯაღმაიძის კლანი და ა.შ.) დისკრედიტირებული სასულიერო პირები უნდა მოცილდნენ ეკლესიას, მათ ადგილას უნდა მოვიდნენ შავი ბერები, რომლებიც ცხოვრობენ მონასტრებში, არ ერევიან პოლიტიკაში და თავისი სალოსური-წმინდა ცხოვრებით მაგალითნი არიან თითოეული ქართველისთვის !!! დიახ - სასწარაფოდ უნდა გაიწმინდოს ეკლესია და ეკლესიის მმართველობაში მოვიდნენ შავი ბერები, ეს არის ერთადერთი გამოსავალი !!!

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×