რეზონანსი
31.10.2019

 (რეზონანსი) მეუფე სტეფანემ სინოდის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი განცხადებით, მეუფე პეტრე პატრიარქს წერილით აშანტაჟებდა.

„შანტაჟი იყო ყველა მიმართულებით, მამალაძის საქმიდანაც შანტაჟი იყო. ისეთ დღეში აყენებდა სინოდს, რომ მისი შიშით არ გამოგვეტანა სწორი გადაწყვეტილებები, რაც უნდა გამოგვეტანა.

აშანტაჟებდა რაღაც წერილით. მამალძემ საზღვარგარეთ გააგზავნა წერილი, ვითომ კომპრომატებით, რომ თუ ჩვენ ჭკვიანად არ მოვიქცეივთ, იმ შემთხევაში კომპრომატებს გამოააშკარავებს. წერილში რა წერია არავინ იცის",- განაცხადა მეუფემ.

სინოდის სხდომიდან ყველაზე პირველი პეტრე ცაავა გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ის მღვდელმთავრობიდან გადააყენეს.

პეტრე ცაავას თქმით, ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე.

„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა მღვდემთავრობიდან განმაყენა",- აღნიშნა მეუფე პეტრემ.

მისი თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან ეკლესიაში მამათმავლები ამხილა.

მეუფე პეტრემ ასევე თქვა, რომ სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტთან შეწყალებაზე უშუამდგომლებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×