რეზონანსი
31.10.2019

 (რეზონანსი)„მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადება არის დაუსაბუთებელი ბრალდება, მან უნდა დაასაბუთოს ეს ყველაფერი",- ამის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე საბამ განაცხადა.

„მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადება არის დაუსაბუთებელი ბრალდება, მან უნდა დაასაბუთოს ეს ყველაფერი. ადამიანმა შეიძლება ყველაფერი თქვას, მაგრამ როცა მას არ აქვს დასაბუთება, ეს არის ცილისწამება.

ჩვენ ვცდილობდით, რომ მას გამოეთქვა სინანული. თუკი ეკლესიაში პრობლემებია, მღდელმთავარმა ეს სინოდზე უნდა განიხილოს და არა საჯაროდ.

ეს არის დაუსაბუთებელი ლაპარაკი. მე ვიყავი ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ვაპირებდი რომ მეთხოვა, დავჩოქილიაყავი და მეთხოვა, რომ პეტრესთვის შანსი მიგვეცა, თუმცა თავად გადაჭრა ეს გზა",- განაცხადა მეუფე საბამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×