რეზონანსი
31.10.2019

  საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა. ყოფილი მეუფის, პეტრე ცაავას მწვავე განცხადებების მიუხედავად, არცერთ სასულიერო პირს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, მათ საპატრიარქოს შენობა ავტომობილებით დატოვეს.

სინოდის სხდომიდან ყველაზე პირველი პეტრე ცაავა გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ის მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. პეტრე ცაავას თქმით, ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე.

"საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი - ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის", - განაცხადა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა.

„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა მღვდემთავრობიდან განმაყენა", - აღნიშნა მეუფე პეტრემ.

მისი თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან ეკლესიაში მამათმავლები ამხილა.

სინოდის სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი საგანი მეუფე იაკობის განცხადებებიც უნდა ყოფილიყო, რომელიც მან პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულების შესახებ თქვა. თუმცა უცნობია განიხილეს თუ არა ეს თემა სინოდის სხდომაზე.

წყარო: იმედი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×