რეზონანსი
31.10.2019

  დღევანდელი დღე და წმინდა სინოდის სხდომა თუ მიემსგავსება პილატეს სასამართლოს, ყველაფერი შესაძლებელია, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოსთან ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ განაცხადა.

„ჭეშმარიტება არის მარადიული. ჩემთვის არაფერი შეცვლილა. მირჩევნია სიმართლისთვის დავისაჯო, ვიდრე ტყუილით გავმართლდე. ღმერთი არის სიმართლეში და ბოლო სიტყვას იტყვის უფალი.

რაც შეეხება ჩემთან დამოკიდებულებას, თქვენ რაც გაინტერესებთ - სასჯელს. თუ დღევანდელი დღე და წმინდა სინოდის სხდომა მიემსგავსება პილატეს სასამართლოს, ყველაფერი შესაძლებელია", - განაცხადა მეუფე პეტრემ ჟურნალისტებთან.

მეუფე პეტრეს განცხადებით, უნდა შეიქმნას საეკლესიო სასამართლო და ყველა ადამიანის, ყველა იერარქიის საკითხი უნდა გადაწყდეს კანონიკური სამართლით.

წყარო: 1tv.ge

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×