რეზონანსი
30.10.2019

 

2020 წელს თბილისი ახალი ნაძვის ხით შეხვდება. შპს "თბილსერვის ჯგუფის" მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, იტალიურმა IDO SRL-მა მიიღო, რომელიც "თბილსერვის ჯგუფს", 25 მეტრის სიმაღლის ალუმინის კონსტრუქციის ნაძვის ხეს მიაწვდის.

გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ნაძვის ხის ღირებულება 304,848 ევროს ანუ დღევანდელი კურსით 998,072 ლარს შეადგენს. მერიასა და კონტრაქტორს შორის ხელშეკრულება 25 სექტემბერს გაფორმდა.

სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდის მიხედვით, თბილისის მერიამ იტალიური კომპანიისგან უკანასკნელ პერიოდში კიდევ ორ ტენდერზე გააფორმა ხელშეკრულება. მათგან პირველი 387,150 ევროს ღირებულების (1,267,529 ლარის) ხელშეკრულება "საახალწლო განათებული კონსტრუქციებისა და აქსესუარების შესყიდვისთვის" დაიდო. აღნიშნული ხელშეკრულება "თბილსერვის ჯგუფსა" და IDO SRL-ს შორის 30 სექტემბერს გაფორმდა.

მესამე, 137,512 ევროს ხელშეკრულება (450,214 ლარის) ხელშეკრულებას ხელი 21 ოქტომბერს მოეწერა. ის "საახალწლო განათებული კონსტრუქციებისა და აქსესუარების შესყიდვას" ითვალისწინებს.

წყარო: bm.ge

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×