რეზონანსი
30.10.2019

  აქედან პირდაპირ თბილისში მივდივარ, სინოდის სხდომას დავესწრები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მარგვეთისა და უბისის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა ჟურნალისტებს ფოთში განუცხადა. მისი თქმით, ჯერ უნდა მოისმინონ, რა მოხდა და შემდეგ იმსჯელონ საკითხის გარშემო.

"აქედან მივდივარ პირდაპირ თბილისში, დავესწრები სინოდის სხდომას. უპირველეს ყოვლისა, უნდა მოვისმინოთ რა ხდება. მე მაგალითად, ეს ინფორმაცია არ მქონდა, რაზეც ისაუბრა მეუფე იაკობმა, აქედან გამომდინარე, ჯერ უნდა მოვისმინოთ და შემდეგ ვიმსჯელოთ, რა მდგომარეობაში ვართ. სინოდის სხდომაზე, რა თქმა უნდა, იქნება შეკითხვები, მაგალითად: რა ხდებოდა, რა კონტექსტში, რატომ ხდებოდა რა საჭიროება მოითხოვდა?", - განაცხადა მარგვეთისა და უბისის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×