რეზონანსი
30.10.2019

  თელავში, რუსთაველის გამზირზე მდებარე სამოთახიანი საცხოვრებელი ბინა დაიწვა.

ბინის მეპატრონემ სახლიდან გამოსვლა მოასწრო. დამწვარია იქ არსებული ავეჯი და ტექნიკა.

მეპატრონის თქმით, სახლში მარტო ცხოვრობს, სიგარეტის მოწევისას ჩაეძინა და ლოგინზე ცეცხლი გაჩნდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო ეკიპაჟი. მეხანძრე- მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახერხეს.

ხანძრის სხვა სახლებზე გადასვლის საშიშროება გამოირიცხა და ამ ეტაპზე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

წყარო: 1tv.ge

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×