რეზონანსი
30.10.2019

  მსოფლიოს მასშტაბით ისრაელის საელჩოები და საკონსულოები დაიხურა. ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული ფაქტი ისრაელის ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავას უკავშირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ხაზინა დესპანებს სთხოვს უკან დააბრუნონ ის ათასობით დოლარი, რომელიც მათ ხარჯების ანაზღაურებისთვის დაერიცხათ.

„იმის გამო, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც ცვლის იმ პროტოკოლს, რომელიც ათწლეულების მანძილზე არსებობდა, იძულებულნი ვართ დავხუროთ საელჩო",-იტყობინება სხვადასხვა ქვეყნის მისიების ვებ-გვერდები.

ამასთან, ისრაელის საელჩო საქართველოში დღეიდან არ იმუშავებს.

„გაცნობებთ, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფიცვის გამო, 30 ოქტომბრიდან ისრაელის საელჩო და საკონსულო განყოფილება საქართველოში არ იმუშავებს შემდგომ შეტყობინებამდე", - ნათქვამია საქართველოში ისარაელის საელჩოს მიერ "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×