რეზონანსი
30.10.2019

  შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის პრორექტორი სოციალურ ქსელში იმ ადამიანებს დაემუქრა ვინც, ბიძინა ივანიშვილს წყალტუბოს პროექტთან დაკავშირებით აკრიტიკებდა.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც ქვეყანას ანგრევენ კოცონზე უნდა დაიწვან.

ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ კურტანიძეს იმ ადამიანების სახელების და გვარები ჰკითხა, თუ ვის გულისხმობდა უფრო კონკრეტულად მუქარის შემცველ სტატუსში, რასაც შსს-ს პოლიციის აკადემიის პრორექტორის გაღიზიანება მოჰყვა.

"ჩვენ ოდითგანვე, იმ ადამიანებს, რომლებიც ერის კაცები იყვნენ ეს იყო ილია ჭავჭავაძე, რომელიც ერის მამად ვაღიარეთ მას შემდეგ, როცა ტყვია დავადეთ შუბლში, ვაჟა ფშაველას სულელს ვეძახდით და მერე გენიოსად ვაღიარეთ, ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელიც თავის საქმით ქვეყანას ევლება თავს. მე ჩემი ემოციური სიტყვა თუ დავწერე, რომ ყველა უნდა გავუფრთხილეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ერისთვის უდიდეს საქმეს აკეთებენ. ის უნდა გაიგოთ, რომ თქვენისთანა ადამიანებზე(ჟურნალისტს) ასე იყო ძველ ევროპაში, რომ ადამიანი, რომლებიც ქვეყანას ანგრევდა კოცონზე წვავდნენ - ეს არის ემოცია, რომელიც გადატანითი მნიშვნელობითაა, თქვენისთანა ადამიანთან რომ ვლაპარაკობ მაშინაც მეზიზღება ჩემი თავი" - აღნიშნა ლუკა კურტანიძემ.

წყარო: ნიუპოსტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×