რეზონანსი
30.10.2019

  თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებული ზ.ქ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს.

„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 6 მარტს, თბილისში, ტყვარჩელის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის კაბინაში, ძარცვისთვის ნასამართლევი, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ზ.ქ., ბასრი საგნით შეიარაღებულ თანამზრახველთან ერთად, თავს დაესხა რ.ს-ს და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცეს 50 ლარი, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ზ.ქ. 2019 წლის 6 მარტს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა", - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.ქ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×