რეზონანსი
30.10.2019

  მასშტაბური კიბერშეტევა საქართველოში - შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, ეს ყველა ქვეყენაში ხდება და ეს 21-ე საუკუნის მძიმე მიმართულებაა.

მისივე თქმით, სპეციალისტები მუშაობენ თუ საიდან განხორციელდა შეტევა ქართულ ვებგვერდებზე.

"ეს ყველა ქვეყანაში ხდება დაწყებული აშშ-ში, ბრიტანეთში, ევროპულ ქვეყნებში, ეს 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მძიმე მიმართულებაა, იყო რა თქმა უნდა, შეტევა და მუშაობენ სპეციალისტები და შსს ერთობლივად, ჩართულები არიან ჩვენი პარტნიორები, ვფიქრობთ, რომ გავლენ ბოლოში და ნახავენ თუ საიდან იყო. მუშაობენ და მე ტერმინოლოგიით არ შემიძლია ვილაპარაკო, ვმუშაობთ ამ თემაზე" - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

წყარო: ნიუპოსტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×