რეზონანსი
30.10.2019

 თბილისის მეტროსადგურებში შექმნილმა შეფერხებამ მგზავრებში პანიკა გამოიწვია. 15 წუთის განმავლობაში რამდენიმე მატარებელი გვირაბში იყო გაჩერებული. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში "ნიუპოსტს" განუმარტეს, ტექნიკური პრობლემის გამო, მეტროს I ხაზზე მოძრაობა 15 წუთით შეფერხდა.

ტექნიკური პრობლემა მარჯანიშვილის მეტროსადგურში მდგომ მატარებელს ჰქონდა. მისი სადგურიდან გაყვანამდე, მეტროს I ხაზზე მოძრავი მატარებლები გვირაბში იყვნენ გაჩერებულები.

ამ დროისთვის მოძრაობა სრულად აღდგენილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×