რეზონანსი
29.10.2019

 (რეზონანსი) ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი "TVპირველის" გადაცემა "რეაქციაში" პატრიარქის ქორეპისკოპოსის სკანდალურ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს რომ ორივე მხარის თანაბრად სჯერა.

"ჩემთვისაც მოულოდნელი იყო მეუფე იაკობის ასეთი განცხადებები. მის მკვეთრი განცხადებები მღვდელმთავრებისთვისაც და საზოგადოებისთვის ცნობილია, თუმცა მათი შინაარსობრივი განხილვისგან თავს შევიკავებ, რადგან ისინი ბევრ კითხვებს აჩენენ. მე რა უფლება მაქვს ეჭვი შევიტანო მეუფის ნათქვამში!? ადამიანი ცხადად საუბრობს. ასევე ვერც ეჭვს შევიტან მეორე მხარეში, რომელებიც ამბობენ რომ ასე არ იყოო. არის ორი მხარე, ერთი მხარე ამბობს ასე იყოო, მეორე მხარე ამბობს ასე არ ყოფილაო. მე რა ვქნა მითხარით? ერთსაც ვუსმენ და მჯერა, მეორესაც ვუსმენ და მჯერა. ამ ყველაფერზე ზეგ შეიძლება საუბარი როდესაც სინოდი დასრულდება. ფაქტია, რომ რაღაც იყო. მეუფე იაკობი ამბობს, რომ რაზეც მან ისაუბრა, ეს ინფორმაცია პატრიარქსაც მიაწოდა. ალბათ პატრიარქიც იტყვის ასე იყო თუ არა. სინოდზე შეკრებაზე გავიგებთ ყველაფერს." - ამბობს მეუფე ანტონი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×