რეზონანსი
29.10.2019

 (რეზონანსი) დღეს ირაკლი ოქრუაშვილმა, სასულიერო პირებთან კონტაქტი ითხოვა.

"ალიას" აქვეყნებს, 20 ივნისის ღამის საქმეზე დაჭერილი ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის წევრის წერეილს.

"ჩვენ მრევლი ვართ, მთელი ოჯახი. ჩვენი მამაოს გარეშე ნაბიჯს არ ვდგამდით.

უფალთან პირობა გვაქვს დადებული, რასაც ვიშოვნით, მცირედსაც კი ვყოფთ და ნაწილი უფლის სახლში მიგვაქვს, ჩვენზე მეტად გაჭირვებულებისთვის.

ახლოს ვართ მამაოსთან, ამიტომ გიყვებით ამ წვრილმანებს, ისიც არაერთხელაა ჩვენს სახლში ნამყოფი, სახლის კურთხევა, შვილების მონათვლა, ყველა კარგი და ცუდი პერიოდი ერთად გავიარეთ.

მას შემდეგ, რაც პატიმრის ოჯახი ვართ, რამდენჯერაც დავურეკეთ, არ სცალია, მივედით - არ სცალია. ვხვდებით, ერიდება ჩვენთან კონტაქტს. ვთხოვეთ, ციხეში შესრულიყო მისი მრევლის წევრთან - ავად ვარო გვითხრა.

რამდენჯერაც ვთხოვეთ, იმდენჯერ ავად იყო.

ერთ დილითაც ვესაუბრეთ, ისევ იგივე გვიპასუხა და ციხესთან მივედით და ვხედავთ, ჩვენი მამაო, რომელიც, დილით გვეუბნებოდა, ძალიან ცუდად ვარ და ვერ მივაკითხავ პატიმარს ციხეშიო, ციხის წინ დგას და სხვა პატიმართან შედის.

მივედით, მივესალმეთ, შეცბა. არ გაგვიხსენებია დილანდელი საუბარი, ჩვენც შეგვრცხვა.

არ ვიცი, იქნებ, ირაკლი ოქრუაშვილი "სასურველი პატიმარია" და მასთან შევიდეს სასულიერო პირი - მაგრამ, თუ "სასურველი პატიმარი" არ არის, არ ელოდოს მამაოს ტყუილად.

სახელს და გვარს იმიტომ არ ვწერთ, რომ არ გვინდა ჩვენს მამაოს ჩრდილი მივაყენოთ, იგი იმ ტაძრის წინამძღოლია, სადაც გავიზარდეთ ლამის, ახლაც დავდივართ იგივე ტაძარში და არ გვინდა სახელის და გვარის თქმა."

წყარო: ალია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×