რეზონანსი
29.10.2019

 (რეზონანსი) ახალქალაქში ნაგვის ურნებზე „ქართული ოცნების" დეპუტატის, ენზელ მკოიანის პლაკატები გააკრეს. როგორც jnews.ge წერს, პლაკატები 26 ოქტომბერს გამოჩნდა, თუმცა მეორე დღეს უკვე აღარ იყო.

პლაკატებზე სომხურ ენაზე გაკეთებული იყო წარწერა: „მე არ შევასრულებ ჩემს დაპირებებს, არ შევასრულებ ჩემს საპარლამენტო მოვალეობებს, მე გამყალბებელი ვარ და არჩევნებს გავყალბებ. თქვენი ხმები ვიყიდე. მოსახლეობა გამოვიყენე და მოვატყუე, რომ გამდიდრდებიან, მე ბოროტად ვიყენებ თქვენს სახელს..."

თავად დეპუტატი მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×