რეზონანსი
29.10.2019

 (რეზონანსი) წმინდა სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას, ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. ამის შესახებ განცხადება დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა საქართველოს საპატრიარქოში გააკეთა.

დეკანოზის ინფორმაციით, სხდომას ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობიც დაესწრება, „რომლის სინოდის წევრობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს".

"რა თქმა უნდა, მეუფე იაკობი არის სინოდის წევრი და ის დაესწრება წმინდა სინოდის სხდომას. წმინდა სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. მეუფე იაკობმა გადაიხადა ფასი იმასთან დაკავშირებით, რა აჟიოტაჟიც მოჰყვა მის განცხადებებს. ის არის ბოდბელი მთავარესპისკოპოსი და მის სინოდის წევრობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს," - განაცახადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×