რეზონანსი
29.10.2019

 (რეზონანსი) მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა "მედიაცენტრ მთავარში" საუბრობს :

"იკვეთება გამოძიებების მიერ ჩადენილი უკანონობა და უნიათობა. დანაშულის შეტყობინებიდან 15 წუთის განმავლობაში, საგამოძიებო ჯგუფი მოვიდა შემთხვევის ადგილზე, დაიწო დათვალიერება და წარმოიდგინეთ გამომძიებელს არ აღმოაჩნდა "რულეტკა" ე.წ სანტიმეტრი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი ფარდული აღეწერა და ჩაედო საქმეში როგორც საჭიროება. გარდა ამისა, არანაირი მოქმედება არ შესრულებულა, რომ ეს ფარდული დაეცვათ. ეს ფარდული იყო ძალიან დიდი ინფორმაციის მატარებელი, რამეთუ მასზე იყო სისხლის შხეფები და კრიმინალისტიკაში ვინც ერკვევა, შესაძლებელი იყო დადგენა, ვინ რა მანძილზე იდგა, რა კუთხით იდგა და ა.შ. ფარდული უზარმაზარი ინფორმაციის მატარებელი იყო. არაფერი გაკეთდა ამ უძვირფასესი ინფორმაციის მატარებელი მტკიცებულების დასაცავად. პირველ რიგში მათ უნდა შემოესაზღვრად ეს ადგილი, ან უნდა დაეყენებინათ დაცვა. ძირფესვიანად უნდა დაეშალათ ფარდული და მხოლოდ კრიმინალური ექსპერტიზის გამოკვლევის შემდეგ მიეცათ მოსახლეობისთვის თავისუფალი გამოყენების უფლება. მათ ეს არ გააკეთეს." - ამბობს ზურაბ თოდუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×