რეზონანსი
29.10.2019

 (რეზონანსი)ანა დოლიძე თანამოაზრეებთან ერთად იწყებს სახალხო კამპანიას აზარტული თამაშების წინააღმდეგ - „დაიცავი შენი შვილი".

„შევიკრიბეთ ადამიანები და ორგანიზაციები, ვისაც ძალიან გვადარდებს და ვისაც, ბევრი რამ გაუკეთებია ამ თემასთან დაკავშირებით. ვაერთიანებთ ძალას აზარტული თამაშების წინააღმდეგ საბრძოლველად და ვაცხადებთ კამპანიას. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოში, ვისაც ეს საკითხი აწუხებს და მოვუწოდებთ მათ, შემოგვიერთდნენ.

მივმართავთ, საქართველოს პარლამენტს, ჯანდაცვის კომიტეტს, განათლების კომიტეტს, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტს, მოაწყოს საერთო სპეციალური სხდომა, მოსმენა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, სადაც გვექნება საშუალება, მოვისმინოთ ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, აპირებს თუ არა ის საერთოდ რაიმე ნაბიჯები გადადგას აზარტულ თამაშებთან საბრძოლველად", - განაცხადა ანა დოლიძემ.

კამპანიას წარმოადგენენ:

1. ანა დოლიძე;

2. „აზარტული თამაშების კვლევის და ლუდომანიის პრევენციის ცენტრი" - გუგა ბესელია;

3. „ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი" - გიორგი ბახტურიძე;

4. „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" - თამარ ჯაფარიძე;

5. „ახალგაზრდები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" - კოტე ერისთავი;

6. ლაშა გორგაძე;

7. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი - გოგი ყიფიანი;

8. ილია ჩხეიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×