რეზონანსი
29.10.2019

 (რეზონანსი)წინასწარი მონაცემებით, ეს იყო პარალიზებისკენ მიმართული ვირუსული თავდასხმა,-ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის" IT სპეციალისტები აცხადებენ.

მათივე თქმით, ამ დროისთვის მათ შეძლეს წაშლილი ფაილების უმრავლესობის აღდგენა, თუმცა ტელეკომპანიები „იმედი", „მაესტრო" და GDS-ი ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

მათივე თქმით, აღმოჩენილია ფაილები, რომლითაც დგინდება, რომ წინასწარ იყო განსაზღვრული, თუ რა ინფორმაცია უნდა წაშლილიყო ტელევიზიაში.

ქართულ ვებგვერდებზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

უწყებაში ამბობენ, რომ შესაძლოა კიბერშეტევა განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე რომელიმე უცხო ქვეყნიდან.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×