რეზონანსი
29.10.2019

 (რეზონანსი)36 წლის ქალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანების ბრალდებითაა დაპატიმრებული. მისი 4 თვის შვილი კი საავადმყოფოშია და ექიმები ცდილობენ ერთი თვალი მაინც გადაურჩინონ. მეორე თვალი მას სამუდამოდ დაკარგული აქვს. გამოძიების ცნობით, ქალმა ქმარზე იეჭვიანა და მისთვის რომ ტკივილი მიეყენებინა, საკუთარ შვილს ორივე თვალში სამზარეულოს დანა ჩაარტყა.

ტრაგიკული ინციდენტი რუსეთის ხაკასიის ოლქის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

„სამაგალითო ოჯახია. ოთხი შვილი ჰყავთ. ქმარი არ სვამს და ნასამართლევიც არ არის. იმ დღეს ქალაქში იყო საქმეებზე წასული. ცოლმა გაიგო, რომ სავარაუდოდ ქმარი სხვასთან ღალატობდა და თითქოს გონება დაუბნელდა...

„ქმარი სახლში რომ დაბრუნდა, ცოლი ოთახში იჯდა, ხელში ბავშვი ეჭირა და ყურში რაღაც გაუგებარ ფრაზებს ჩასჩურჩულებდა. ქმრის დანახვაზე წამოხტა და ნახევრად შიშველი სახლიდან გავარდა. ყვიროდა - „დემონები, დემონები..." ღობეებზე ძვრებოდა, მეზობლებს კარებზე უბრახუნებდა და ფანჯრებს უმტვრევდა..." - ასე იხსენებენ მომხდარს მეზობლები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×