რეზონანსი
29.10.2019

 (რეზონანსი)თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი ახალ ადვოკატთან კომუნიკაციას სასულიერო პირის მეშვეობით ითხოვს. ამის შესახებ მან სასამართლოსთვის მიწერილ განცხადებაში აღნიშნა.

„გაითვალისწინეთ ის გარემოება, რომ პროკურატურისგან გარე სამყაროსთან კომუნიკაცია აკრძალული მაქვს, შესაბამისად, ახალი ადვოკატის ასაყვანად კომუნიკაცია უკეთეს შემთხვევაში, შესაძლოა, თეორიულად ახლო მომავალში ჩემთან შემოსული სასულირო პირის მეშვეობით შევძლო. ისიც იმ შემთხვევაში, თუკი, ასეთი იარსებებს",- აცხადებს ოქრუაშვილი.

მისივე თქმით, ის სასამართლო სხდომებში მონაწილეობას მიიღებს.

შემდეგი სასამართლო სხდომა, 5 ნოემბერს 10:00 საათზე ჩინიშნა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბრალდებულმა ირაკლი ოქრუაშვილმა ადვოკატები აიცილა.

განცხადებით, რომელიც ოქრუაშვილმა ციხიდან გამოაგზავნა, მამუკა ჭაბაშვილისა და ბონდო ვათიაშვილის აცილება მოითხოვა.

სასამართლოსთვის გაგზავნილ განცხადებაში ოქრუაშვილმა გონივრული ვადა მოითხოვა იმისათვის, რომ ახალი ადვოკატი დაენიშნოს.

სასამართლო პროცესს თავად ირაკლი ოქრუაშვილი პროტესტის ნიშნად კვლავ არ დასწრებია.

ცნობისთვის, „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა.

გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×