რეზონანსი
29.10.2019

 (რეზონანსი)ზუგდიდში, გარდაცვლილი პაციენტის ახლობლებმა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმს, გიორგი გერლიანს სცემეს.

შემთხვევა ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის ტერიტორიასთან მოხდა. ნაცემი ექიმი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ფაქტთან დაკავშირებით საავადმყოფოში კომენტარს არ აკეთებენ და არც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობენ.

„ამ თემაზე არ ვაკეთებთ კომენტარს",- უთხრა "პრაიმტაიმს" საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ.

შეგახსენებთ, ქირურგმა გიორგი გერლიანმა ადგილობრივ მკვიდრს ვ.ზ-ს ბარიატრიული ოპერაცია ჩაუტარა, რამაც გართულება გამოიწვია.

ავადმყოფი მკურნალობის მიზნით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ნათესავები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ ზუგდიდში მომხდარ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. პოლიციამ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი არასრულწლოვანის ვინაობა დაადგინა. ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×