რეზონანსი
29.10.2019

 ახალციხე-ადგინების გზაზე, ავტოავარიის შედეგად  და-ძმა დათო და მთვარისა ბალახაშვილები გარდაიცვალნენ. ავარიის დროს მძიმედ დაშავდა გარდაცვლილების დედა, რომელიც თბილისში ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს. ახალგაზრდების მამა რამდენიმე წლის სიმსივნით გარდაიცვალა.

ავტოავარიის დროს საჭესთან დავით ბალახაშვილი იჯდა. ის სამხედრო პირი იყო და კონტრაქტიც ახალი გაფორმებული ჰქონდა. ოჯახს "მერსედესის" მარკის ავტომანქანა ახალი ნაყიდი ჰქონდა.

და-ძმა უკვე გადაასვენეს აბასთუმანში, საკუთარ სახლში.

 “დავით, ჩემო უტკბილესო ძმაო, როგორ გამოგვეცალეეე ჩემო უთქმელი….და უძვირფასესო გული მტკივაა... არ მჯერა... დარჩი ჩვენში სამუდამო ტკივილად, შენს დაიკოსთან ერთად. მომენატრები" – წერს  გერა კარკაძე ახალციხე-ადიგენის გზაზე დაღუპული ახალგაზრდას შესახებ.

(მეგაTV)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×