რეზონანსი
28.10.2019

 (რეზონანსი)გაზის კომპანია „თბილისი ენერჯის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, ნათია მიქიაშვილი თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებას ეხმაურება. ის ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილზე ესაუბრა და აბონენტებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„ამ დროისთვის ინფორმაცია ზუსტდება. ადგილზე შესულები არიან შესაბამისი დარგის სპეციალისტები და მუშაობენ. მოგვიანებით ყველა დეტალს შეგატყობინებთ. ახლა, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ არის მხოლოდ ერთი დაშავებულია, მისი მდგომარეობა არ არის მძიმე, ეს ადამიანი საცხოვრებელი ბინიდან თავის ფეხით ჩამოვიდა.

ყველა სხვა დეტალი დგინდება. როგორც ცნობილია, ის გადაყვანილია ხეჩინაშვილის დამწვრობის ცენტრში.

კიდევ ერთხელ ყველა მომხმარებელს მინდა მივმართო - უმორჩილესად გთხოვთ, ახლა არის ზამთრის პერიოდი, რა დროსაც უკვე იხურება ფანჯრები, შესაბამისად შესაძლებელია უბრალო დაუდევრობამ გამოიწვიოს არა მხოლოდ საკუთარი საცხოვრებელი ფართისთვის და სიცოცხლისთვის ზიანის მიყენება, არამედ მეზობლებისთვისაც - განაცხადა ნათია მიქიაშვილმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ თევდორე მღვდლის ქუჩა N38-ში აფეთქება მოხდა, კორპუსის მე-5 სართული ჩამოინგრა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. დაშავებულია 77 წლის მამაკაცი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×