რეზონანსი
28.10.2019

 (რეზონანსი) ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა.

გარდაცვლილია ორი ადამიანი, ერთი მათგანი მძიმედ დაშავდა. როგორც ამბობენ, გარდაცვლილი და-ძმანი არიან, დაშავებული კი მათი დედაა.

ავარიის შედეგად დაშავებულ მგზავრს ქვედა კიდურებისა და ნეკნების მოტეხილობა აღენიშნება. კლინიკა „იმედში" ამბობენ, რომ პაციენტს ტრამვული შოკი აქვს და სასწრაფოდ ოპერაცია ესაჭიროება.

„პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ტრავმატოლოგიური ოპერაცია ესაჭიროება, ამიტომ თბილისშია სასწრაფოდ გადასაყვანი. ახლა რენტგენის პასუხს ველოდებით" - განაცხადა კლინიკა ,,იმედის" კლინიკურმა მენეჯერმა მზია კაკოშვილმა.

შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×