რეზონანსი
28.10.2019

 (რეზონანსი) ქალი, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადმოიყვანეს, გარდაიცვალა.

ახალგორის რაიონის, სოფელ იკოთის მკვიდრი მარგო როსტიაშვილი მაშინ დაიღუპა, როცა ის ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში გადაჰყავდათ. მოქლაქეს სავარაუდოდ ინსულტის დიაგნოზი აღენიშნებოდა. ცხინვალის საავადმყოფოში გადაჰყავდათ, დღეს, გზაში გარდაიცვალა.

ქალის გარდაცვალების ფაქტს თბილისში, შერიგების სამინისტროშიც ადასტურებენ.

შეგახსენებთ, ე.წ. რაზდახანის გამშვები პუნქტი თითქმის ორი თვეა ჩაკეტილია. საოკუპაციო ძალებმა და დე ფაქტო ხელისუფლებამ რაიონის შესასვლელი 4 სექტემბერს სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, "უსაფრთხოების" მოტივით ჩაკეტეს და ამ დრომდე არ გაუხსნიათ.

ნიუპოსტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×